ეროვნული ბანკი – ნოემბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები გაიზარდა, გაზრდილია ვადიანი დეპოზიტების მოცულობაც

14:35, 25.12.2024

ნოემბერში დეპოზიტების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 439.6 მილიონი ლარით გაიზარდა და 57.96 მილიარდი ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით არის გაზრდილი დეპოზიტების მოცულობა, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ ნოემბერში შინამეურნეობების ლარის დეპოზიტები წლიურად, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 17%-ით და ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტები 12.8%-ით გაიზარდა.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის ნოემბრის ბოლოსთვის 48.32% შეადგინა, რაც წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, 0.98 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0-.83 პროცენტული პუნქტით.

„აღსანიშნავია ისიც, რომ მზარდია ვადიანი დეპოზიტების მოცულობაც. თუ 2024 წლის ნოემბრის მონაცემებს წინა წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 31.3%-ით გაიზარდა და 26.5 მლრდ ლარი შეადგინა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი