ეროვნული ბანკი - მარტში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები მოცულობა შემცირდა
ეროვნული ბანკი - მარტში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები მოცულობა შემცირდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი აპრილისათვის 36.03 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 9.69 მლნ ლარით, ანუ 0.03%-ით მეტია პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.28%-ით ნაკლები).

მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 534.93 მლნ ლარით, ანუ 3.13%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.47%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 544.62 მლნ ლარით, ანუ 2.88%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.59%-ით).

ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 36.36 პროცენტი შეადგინა.

პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 2.00 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 1.52 პროცენტული პუნქტით).

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცენებით, მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 5.56% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.36%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.43%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.64%, ხოლო ევროს წილმა 13.86% შეადგინა.