ეროვნული ბანკი - მაისში აპრილთან შედარებით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 570 მილიონი ლარით შემცირდა
ეროვნული ბანკი - მაისში აპრილთან შედარებით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 570 მილიონი ლარით შემცირდა

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი მაისისათვის 35.62 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 570.47 მლნ ლარით, ანუ 1.58 პროცენტით ნაკლებია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე. აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 212.22 მლნ ლარით, ანუ 1.27 პროცენტით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 782.68 მლნ ლარით, ანუ 4.00 პროცენტით შემცირდა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 37.29 პროცენტი შეადგინა. პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.75 პროცენტული პუნქტით.

აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.24 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.82 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.51 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.81 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 14.70 პროცენტი შეადგინა.