ეროვნული ბანკი - ივლისში ლარი დოლარის მიმართ 1.0 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ 2.9 პროცენტით გამყარდა
ეროვნული ბანკი - ივლისში ლარი დოლარის მიმართ 1.0 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ 2.9 პროცენტით გამყარდა

ივლისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.1616-დან 3.1288-მდე, ანუ 1.0 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.8111-დან 3.6993-მდე, ანუ 2.9 პროცენტით გამყარდა. თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 3.1244 და 3.7174 შეადგინა, შესაბამისად. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

„ივლისში ლარი დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 3.1659, ხოლო მინიმალურმა 3.0828 შეადგინა. შესაბამისად, თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა – 1.2 პროცენტი, ხოლო მინიმალური -1.5 პროცენტი დაფიქსირდა. საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი ევროს მიმართ საშუალოდ – 1.9 პროცენტით, რუსული რუბლის მიმართ – 1.8 პროცენტით და აზერბაიჯანული მანათის მიმართ – 0.1 პროცენტით გამყარდა, სომხური დრამის მიმართ საშუალოდ 4.6 პროცენტით გაუფასურდა, თურქული ლირის მიმართ კი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა“,- აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ამასთან, როგორც სებ-ში აღნიშნავენ, წინა თვესთან შედარებით ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 2.4 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.6 პროცენტით გამყარდა.

„წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 5.3 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.8 პროცენტით გამყარდა. სავაჭრო პარტნიორთაგან ივლისში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 11.9 პროცენტზე მაღალი იყო თურქეთში – 19.0 პროცენტი, ხოლო დაბალი იყო უკრაინაში – 10.2 პროცენტი, ბელორუსში – 9.8 პროცენტი, სომხეთში – 8.2 პროცენტი, რუსეთში – 6.5 პროცენტი, აზერბაიჯანში – 6.0 პროცენტი, აშშ-ში – 5.4 პროცენტი და ევროზონაში – 2.2 პროცენტი“, – აღნიშნულია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.