ეროვნული ბანკი – იანვართან შედარებით, თებერვალში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა ნახევარი მილიარდი ლარით შემცირდა

15:36, 25.02.2022

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი თებერვლისათვის 36.77 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 465.98 მლნ ლარით, ანუ 1.25%-ით ნაკლებია პირველი იანვრისთვის არსებულ მაჩვენებელზე.

ანგარიშის თანახმად, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 543.92 მლნ ლარით, ანუ 3.50%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.01 მლრდ ლარით, ანუ 4.65%-ით შემცირდა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 41.41 პროცენტი შეადგინა. პირველი იანვარის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.34 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, სებ-ის მონაცემებით, იანვარში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.91% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.84%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.89%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.96%, ხოლო ევროს წილმა 15.39% შეადგინა.

მსგავსი