ეროვნული ბანკი - იანვართან შედარებით, თებერვალში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 37 მილიონი ლარით შემცირდა
ეროვნული ბანკი - იანვართან შედარებით, თებერვალში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 37 მილიონი ლარით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის თებერვლის ბოლოსათვის 43.61 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 36.79 მლნ ლარით, ანუ 0.08%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

ანგარიშის თანახმად, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 38.20 მლნ ლარით, ანუ 0.23%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 74.99 მლნ ლარით, ანუ 0.28%-ით შემცირდა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის თებერვლის ბოლოსათვის 45.23 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.12 პროცენტული პუნქტით.

სებ-ის ინფორმაციით, თებერვალში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.36% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.51%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.17%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა – 81.40%, ხოლო ევროს წილმა 16.92% შეადგინა.