ეროვნული ბანკი - ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 17-ჯერ გაიზარდა
ეროვნული ბანკი - ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 17-ჯერ გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის აგვისტოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 510.5 პროცენტით გაიზარდა.

ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 92.8 პროცენტი შეადგინა და წლიურად 615.2 პროცენტით მოიმატა. ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რომ საანგარიშო თვეში ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

„ივლისიდან საქართველოში საზღვრების გახსნამ და გარკვეულწილად გლობალურად ტურიზმის გააქტიურებამ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა განაპირობა. აგვისტოში ვიზიტორების წლიურმა ზრდამ 510.5 პროცენტი შეადგინა, თუმცა ეს საბაზო ეფექტს უკავშირდება, ვინაიდან შარშან ზაფხულში ტურიზმი პრაქტიკულად გაჩერებული იყო. 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით კი 75.5 პროცენტით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა. რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი წვლილები ვიზიტორების ზრდაში რუსეთიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან შემოსულმა ვიზიტორებმა შეიტანეს. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობა 17.1-ჯერ გაიზარდა, რამაც მთლიან ზრდაში 63.3 პროცენტიანი წვლილი შეადგინა. განსაკუთრებით, პოლონეთიდან და გერმანიიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ მოიმატა. დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია საუდის არაბეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, როგორც ზრდის ტემპით, ასევე მთლიან ზრდაში მაღალი წვლილით“, – აღნიშნულია ცენტრალური ბანკის ანგარიშში.

დატოვე კომენტარი