ეროვნული ბანკი - დეკემბერთან შედარებით, იანვარში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა მილიარდ ლარზე მეტით გაიზარდა
ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი იანვრისთვის 37.16 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.42 მლრდ ლარით, ანუ 3.96%-ით მეტია პირველი დეკემბრისთვის არსებულ მაჩვენებელზე.
ანგარიშის თანახმად, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 191.41 მლნ ლარით, ანუ 1.25%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.22 მლრდ ლარით, ანუ 6.00%-ით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი იანვრისთვის 40.04 პროცენტი შეადგინა. პირველი დეკემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.54 პროცენტული პუნქტით.
ამასთან, სებ-ის მონაცემებით, დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.37% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.23%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.82%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.89%, ხოლო ევროს წილმა 15.63% შეადგინა.