ეროვნული ბანკი - აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება, აპრილში აშშ-დან ფულადი ტრანსფერები წლიურად 16.6%-ით გაიზარდა
ეროვნული ბანკი - აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება, აპრილში აშშ-დან ფულადი ტრანსფერები წლიურად 16.6%-ით გაიზარდა

2025 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – ოთხ თვეში გადმორიცხულია 1,082.1 მლნ აშშ დოლარი. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.8%-ს შეადგენს, შესაბამისი 132.5 მლნ აშშ დოლარით. ეროვნული ბანკის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ნაწილში კვლავ ზრდა ფიქსირდება, კერძოდ, 16.6%-იანი და მოცულობა 54 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან. კერძოდ, აპრილში წლიურად 18.9%-ით შემცირდა და 39.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, 2025 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.7 მლნ აშშ დოლარი (80.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა.