ეროვნული ბანკი - აპრილთან შედარებით, მაისში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 127 მილიონი ლარით გაიზარდა
ეროვნული ბანკი - აპრილთან შედარებით, მაისში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 127 მილიონი ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი მაისისათვის 37.23 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 127.20 მლნ ლარით, ანუ 0.34 პროცენტით მეტია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

ანგარიშის თანახმად, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 132.08 მლნ ლარით, ანუ 0.86 პროცენტით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 259.28 მლნ ლარით, ანუ 1.19%-ით გაიზარდა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 40.52 პროცენტი შეადგინა. პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.08 პროცენტული პუნქტით. აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.52 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.76 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.93 პროცენტი.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.12 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.49 პროცენტი შეადგინა.

დატოვე კომენტარი