ეროვნული ბანკი - აპრილში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა თითქმის გასამმაგდა
ეროვნული ბანკი - აპრილში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა თითქმის გასამმაგდა

2021 წლის აპრილში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა, წინა წელთან შედარებით 145.4 პროცენტით გაიზარდა და 194.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 157.6 პროცენტით 25.8 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

„საანგარიშო თვეში რეგიონის ქვეყნებიდან მაღალი ტემპით, 271.8 პროცენტით აზერბაიჯანიდან, ხოლო უკრაინიდან 336.0 პროცენტით გაიზარდა გადმორიცხული ფულადი სახსრები, რომელთა წვლილები მთლიანი გზავნილების ცვლილებადი 8.4 და 8.5 პროცენტული პუნქტებით აისახა. ფულადი გადმორიცხვები ასევე თურქეთიდან და რუსეთიდან გაიზარდა. საანგარიშო თვეში 134.7 პროცენტით მოიმატა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანხებმა. იტალიიდან – 137.4 პროცენტით, საბერძნეთიდან – 114.2 პროცენტით და გერმანიიდან – 133.5 პროცენტით.

დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა აშშ-დან (155.4 პროცენტით) და კანადიდან (163.8 პროცენტით) მიღებულმა თანხებმა

რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (41.9 პროცენტი) და რუსეთი (17.2 პროცენტი) წარმოადგენდნენ. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

დატოვე კომენტარი