ეროვნული ბანკი – აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა თითქმის ორი მილიარდი ლარით გაიზარდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2026 წლის სექტემბრის ბოლოსათვის 77.44 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.82 მილიარდი ლარით, ანუ 2.41%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 20.45% შეადგინა. სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 590.18 მილიონი ლარით, ანუ 1.59%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.23 მილიარდი ლარით, ანუ 3.20%-ით გაიზარდა.
სებ-ის ანგარიშის მიხედვით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2026 წლის სექტემბრის ბოლოსათვის 57.04 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.22 პროცენტული პუნქტით.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.10% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.66%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.40%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.07% , ხოლო ევროს წილმა19.85% შეადგინა.