ეროვნული ბანკი - აგვისტოში ტურიზმიდან შემოსავალი 10.6 პროცენტით შემცირდა
ეროვნული ბანკი - აგვისტოში ტურიზმიდან შემოსავალი 10.6 პროცენტით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში ტურიზმის სექტორიდან ქვეყნის შემოსავალმა 396.1 მილიონი დოლარი შეადგინა.

2018 წლის აგვისტოში აღნიშნული მაჩვენებელი 442.9 მილიონ დოლარს შეადგენდა.  შესაბამისად, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, შემოსავალი 10.6 პროცენტით შემცირდა.

ტურიზმიდან შემოსავლის კლება (-13.3 პროცენტი) ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ივლისშიც დააფიქსირა. იანვრიდან ივნისამდე კი, აღნიშნულ მაჩვენებელს პოზიტიური ტენდენცია ჰქონდა.

დატოვე კომენტარი