ეროვნული ბანკი - აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 11.2 პროცენტით გაიზარდა
ეროვნული ბანკი - აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 11.2 პროცენტით გაიზარდა

2021 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 204.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 638.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 11.2%-ით, ანუ 20.7 მლნ აშშ დოლარით მეტია 2020 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაცოით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.4% იმ 20 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 20 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 95.2% მოდიოდა.

სებ-ის ცნობით, გზავნილების მოცულობით რუსეთის ფერეაცია ლიდერობს, საიდანაც საქართველოში 37.65 აშშ დოლარი გადმოირიცხა. მეორე ადგილზე 33.63 მლნ აშშ დოლარით იტალიაა, მესამეზე აშშ – 24.62 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზე საბერძნეთი – 19.33 მლნ აშშ დოლარით ხოლო მეხუთეზე 16.69 მლნ აშშ დოლარით ისრაელია.

ამასთან, 2021 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 27.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 85.5 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2020 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით, ანუ 23.1 მლნ აშშ დოლარით მეტია.