ეროვნული ბანკი – აგვისტოში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა

15:30, 06.10.2026

აგვისტოში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად – 8.2%-ით, 295.2 მლნ აშშ დოლარამდე, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 5.8%-ით, 33.6 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ცენტრალური ბანკის ცნობით, კლებაში წამყვანი კონტრიბუცია რუსეთიდან მიღებულმა ფულადმა გზავნილებმა შეიტანა წლიური 87.7%-იანი კლებით. 24.9%-იან ზრდას განაგრძობდა ისრაელიდან მიღებული გზავნილები. ევროკავშირიდან გზავნილების ზრდამ წლიურად 3.9% შეადგინა. გზავნილები აშშ-დან 8.2%-ით გაიზარდა.

„აგვისტოში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს 50.8%-იანი წილით ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა, 21.7%-იანი წილით – აშშ და 9.5%-იანი წილით – ისრაელი. რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 1.7%-მდე შემცირდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (18.7%), გერმანიის (10.6%) და საბერძნეთის (9.6%) მაღალი წილი“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

მსგავსი