ეროვნული ბანკი – 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,101.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო

11:12, 20.07.2026

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის II კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,101.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით ნაკლებია. მათივე ცნობით, ჯამურად, პირველ ორ კვარტალში ქვეყანამ 1,931.7 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

„საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2026 წლის II კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 17.7%-ით განისაზღვრა და 194.9 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა – ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.1%-ია.

„სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 10.3%, 49.8%, 5.6%-ით და, შესაბამისად, 59.5, 53.7, 39.9 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე შემცირებულია ისრაელიდან და ირანიდან მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.0% და 65.1%-ით, შესაბამისად, 123.8 და 10.2 მლნ აშშ დოლარამდე“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

საქართველოს შემოსავლები მოგზაურობიდან ქვეყნების ჭრილში 2026 წლის მეორე კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:

მსგავსი