ეროვნული ბანკი - 2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,052.4 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, წლიურმა ზრდამ 9.2% შეადგინა
ეროვნული ბანკი - 2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,052.4 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, წლიურმა ზრდამ 9.2% შეადგინა

2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,052.4 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.2%-ით მეტია. ხოლო ჯამურად, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 4,690.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (წლიური ზრდა 6.0%), – ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის ცნობით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2025 წლის IV კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 13.8%-ით განისაზღვრა და 145.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა – ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.6%-ია.

„სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა ისრაელიდან და აზერბაიჯანიდან  მიღებული შემოსავლები, შესაბამისი 37.0% და 31.6%-იანი წლიური ზრდის ტემპებით.

კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან შემოსავლები – 2025 წლის IV კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 23.7%-ით შემცირდა.

საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან ქვეყნების ჭრილში 2025 წლის მეოთხე კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება: აზერბაიჯანი – 54.3 მილიონი აშშ დოლარი, ბელარუსი – 17.0 მილიონი აშშ დოლარი, თურქეთი – 151.7 მილიონი აშშ დოლარი, ირანი – 24.8 მილიონი აშშ დოლარი, ისრაელი – 156.1 მილიონი აშშ დოლარი, რუსეთი – 133.7 მილიონი აშშ დოლარი, საუდის არაბეთი – 16.6 მილიონი აშშ დოლარი, სომხეთი – 42.2 მილიონი აშშ დოლარი, უკრაინა – 43.2 მილიონი აშშ დოლარი,  ევროკავშირი – 145.2 მილიონი აშშ დოლარი; დანარჩენი ქვეყნები – 267.5 მილიონი აშშ დოლარი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.