ეროვნული ბანკი – 2025 წლის დეკემბერში ლარში გაცემული სესხების მოცულობა – 729 მილიონი ლარით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი თითქმის მილიარდ ლარზე მეტით გაიზარდა

13:05, 27.01.2026

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა) 2025 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 70.94 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.97 მილიარდი ლარით. ანუ 2.85%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 13.99% შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 729.31მლნ ლარით, ანუ 1.82%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.24 მლნ ლარით, ანუ 4.29%-ით გაიზარდა.

ამასთან, სებ-ის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის დეკემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.17 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 1.18%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 20.38 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის იმავე მაჩვენებელს 5.31%-ით აღემატება.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის დეკემბრის განმავლობაში 1.87%-ით, ანუ 674.24 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და დეკემბრის ბოლოსათვის 36.64 მილიარდი ლარი შეადგინა.

2025 წლის დეკემბრის ბოლოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.60% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით შემცირდა 0.584 პროცენტული პუნქტით.

მსგავსი