ეროვნული ბანკი - 2020 წელს საქართველოს მთლიანი საერთაშორისო აქტივები 125.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა
ეროვნული ბანკი - 2020 წელს საქართველოს მთლიანი საერთაშორისო აქტივები 125.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით  24.8 მლრდ აშშ დოლარი (-81.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წლიური მშპ-ს -156.3 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 955.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 10.9 მლრდ აშშ დოლარია (35.8 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 125.8 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.

უწყების ცნობით, მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 35.8 მლრდ აშშ დოლარი (117.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 830.0 მლნ აშშ დოლარით მეტია.