ეროვნული ბანკი - 2018 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა
ეროვნული ბანკი - 2018 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების სახით 1 576 508 500 აშშ დოლარი შემოვიდა, რაც ეროვნულ ვალუტაში, 4 მილიარდ ლარს აღემატება.

ეროვნული ბანკში განმარტავენ, რომ ფულადი გზავნილების აღნიშნული მოცულობა 2017 წლის ჯამურ მაჩვენებელზე 14 პროცენტით მეტია და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი ნიშნულია.

ფულად გზავნილების მიხედვით, პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც 2018 წელს საქართველოში 457 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა.

ამასთან, 2018 წელს გაზრდილია გზავნილები იტალიიდან, საბერძნეთიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, თურქეთიდან ესპანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ოცეულში რუსეთის შემდეგ (457 მილიონი აშშ დოლარი), მეორე ადგილზე იტალიაა 191 მილიონი აშშ დოლარის გზავნილით; მესამეზე – საბერძნეთი, 170 მილიონი აშშ დოლარი; მეოთხეზე – აშშ, 159 მილიონი აშშ დოლარი; მეხუთეზე კი, ისრაელი – 151 მილიონი აშშ დოლარი. შემდეგ ადგილებს ინაწილებენ: თურქეთი – 105 მილიონი აშშ დოლარი; ესპანეთი – 41.6 მილიონი აშშ დოლარი; გერმანია – 41 მილიონი აშშ დოლარი; უკრაინა – 28 მილიონი აშშ დოლარი; აზერბაიჯანი – 20 მილიონი აშშ დოლარი; საფრანგეთი – 19 მილიონი აშშ დოლარი; პოლონეთი – 18 მილიონი აშშ დოლარი; ყაზახეთი – 16.8 მილიონი აშშ დოლარი; გაერთიანებული სამეფო – 16 მილიონი აშშ დოლარი; კანადა – 13 მილიონი აშშ დოლარი; კვიპროსი – 11.5 მილიონი აშშ დოლარი; ყირგიზეთი – 11.2 მილიონი აშშ დოლარი; არაბთა გაერთიანებული საამიროები – 9.8 მილიონი აშშ დოლარი; ერაყი – 9.7 მილიონი აშშ დოლარი; სომხეთი – 9.1 მილიონი აშშ დოლარი.

აღნიშნული თანხის უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული საქართველოს მოქალაქეების გზავნილებია.