ეროვნული არქივის შენობის მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია [ვიდეო]

ეროვნული არქივის ეზოში ცალკე მდგომ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ამჟამად ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.