ეროვნული არქივის კინოდარბაზში, მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის - „არდადეგების“ ჩვენება გაიმართება
ეროვნული არქივის კინოდარბაზში, მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის - „არდადეგების“ ჩვენება გაიმართება

მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის, „ნუცას სკოლას“ განახლებული ვერსიის ჩვენების შემდეგ, ეროვნული არქივის ახლადგახსნილ კინოდარბაზში, რეჟისორის კიდევ ერთი მხატვრული ფილმის –  „არდადეგების“ ჩვენება გაიმართება.

კინოსურათი ეკრანებზე 1962 წელს გამოვიდა.

ფილმი არდადეგებზე სოფლად ჩასულ და-ძმაზე მოგვითხრობს, რომელთაც მინდორსა და ბაღ-ვენახებში დასვენება სურთ, თუმცა მამის სიმკაცრის გამო, იძულებულნი არიან, მთელი დღეები მეცადინეობაში გაატარონ. საბოლოოდ კი, მამა შვილებს უთმობს.

სცენარის ავტორი რევაზ ინანიშვილია, დამდგმელი რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი.

კინოჩვენება ეროვნული არქივის კინოდარბაზში 13-14 ივნისს გაიმართება.