ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის შესახებ კანონის წინააღმდეგ, უკრაინის რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა
ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის შესახებ კანონის წინააღმდეგ, უკრაინის რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა

უკრაინის ქალაქებში ხალხი, მესამე დღეა, საპროტესტო აქციებზე იკრიბება ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის შესახებ კანონის წინააღმდეგ.

ამჯერად უკრაინელებმა დემონსტრაციები როვნოში, ლვოვში, ტერნოპოლში, დნეპრში, ზაპოროჟიესა და კიდევ რამდენიმე სხვა ქალაქში გამართეს.

აქციები უკრაინის ქალაქებში 22 ივლისიდან დაიწყო. მომიტინგეების მთავარი მოთხოვნაა – ვეტო დაადონ კანონს, რომელიც ზღუდავს ანტიკორუფციული ორგანოების უფლებამოსილებას. აღნიშნულ კანონს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა. ცვლილებები ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას აუქმებს და მათ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებს უქვემდებარებს.