ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-13 ტური ფოთის „კოლხეთისა“ და „სამტრედიის“ შეხვედრით დასრულდა
ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-13 ტური ფოთის „კოლხეთისა“ და „სამტრედიის“ შეხვედრით დასრულდა

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში (ელიგა) მე-13 ტური ფოთის „კოლხეთისა“ და „სამტრედიის“ შეხვედრით დასრულდა, რომელიც ზესტაფონში გაიმართა და საინტერესო სანახავი გამოდგა.

მე-4 წუთზე ანგარიში ფოთელთა ლეგიონერმა ილია მიხალიოვმა ლუკა იმნაძის პასით გახსნა. „სამტრედიამ“ 42-ე წუთზე ვაკო ბაჩიაშვილის ლამაზი გოლით წონასწორობა აღადგინა 1:1. აღსანიშნავია, რომ იმერული კლუბის მცველმა დაახლოებით 30 მეტრიდან გაიტანა და მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ულამაზესი გოლის ავტორი გახდა.

48-ე წუთზე, „სამტრედია“ კოტ-დ’ივუარ​ელი ანტე გის გოლით დაწინაურდა. იმერლებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს: 51-ე წუთზე, ბოლო იმედის ჯარიმისთვის მათ მცველი ივან ფატიჩი გააგდეს. კოლხებმა უპირატესობა მოიპოვეს და 61-ე წუთზე ლუკა იმნაძის ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა მეტი ვეღარ შეძლეს და მეტოქეებმა ქულები გაინაწილეს 2:2.

13 ტურის შემდეგ 13 ქულით „კოლხეთი“ მერვე ადგილზეა, ხოლო „სამტრედია“ მეთორმეტე მატჩია, ვერ იგებს, ხოლო ბოლო 8 შეხვედრიდან 6 ფრედ დაასრულა და 9 ქულით მეცხრეა. გათამაშებას 30 ქულით „საბურთალო“ ლიდერობს, რომელიც უშუალო მდევარ თბილისის „დინამოს“ 4 ქულით უსწრებს.