ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში მე-6 ტურის სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა
ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში მე-6 ტურის სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა

ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში, მე-6 ტურის სამი შეხვედრა გაიმართა და სამივე ფრედ დასრულდა.

„თელავმა“ გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე „შევარდენი 1906“-ს უმასპინძლა, შეხვედრა 0:0 დასრულდა. ასევე უგოლოდ დასრულდა „მცხეთა პარკზე“ გამართული შეხვედრა – გათამაშების ლიდერმა, „ვიტ ჯორჯიამ“ აუტსაიდერი, ქობულეთის „შუქურა“ ვერ დაამარცხა 0:0.

ტურის ცენტრალური მატჩი მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გაიმართა – „მერანმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და მე-2 წუთზე დათა სიჭინავას საჯარიმო დარტყმით დაწინაურდა 1:0.

მე-6 და მე-14 წუთებზე „სამგურალის“ თავდამსხმელმა გაბრიელ საღრიშვილი მასპინძელთა კარი ორჯერ აიღო და სტუმრები დააწინაურა 1:2. მისი პირველი გოლი ძალიან ლამაზი გამოდგა – წყალტუბოელმა ფეხბურთელმა მეტოქეს ბურთი მოედნის ცენტრში აართვა, მასპინძელთა ლამის მთელი დაცვა ჩამოიცილა და მეკარეს აუღებელი დაურტყა.​ მარტვილელებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს – მეცხრამეტე წუთზე „სამგურალის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც სიჭინავამ უნაკლოდ შეასრულა 2:2. ანგარიში აღარ შეცვლილა და ანგარიშით 2:2 დასრულდა.