ეროვნულ მუზეუმში საერთაშორისო ფორუმი „მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის“ გაიმართა

11:35, 01.07.2018

მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტის ორგანიზებით ეროვნულ მუზეუმში საერთაშორისო ფორუმი „მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის“ გაიმართა.

ერთდღიან ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამუზეუმო სფეროს წამყვანი ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფორუმი მიზნად ისახავდა 21-ე საუკუნეში საზოგადოებისთვის მუზეუმის როლის ჩვენებას.

პროექტის მეორე ნაწილის ფარგლებში, 3-4 ივლისს კავკასიის რეგიონის მუზეუმის თანამშრომლებისთვის სპეციალური ვორქშოპის ჩატარება იგეგმება.

აღნიშნული ფორუმი „კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის“ ფარგლებში გაიმართა.

მსგავსი