გერმანულმა ინტერნეტ-პორტალმა „ტრანსფერმარკტმა“ ეროვნული ლიგის გუნდების ჯამური ფასები განაახლა და ცნობილი გახდა, რომ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული გუნდი ბათუმის „დინამოა“. მისი მოთამაშეების ჯამური ფასი 5,1 მილიონი ევროა.
გუნდების ჯამური ფასი
დინამო ბათ 5,10
დინამო თბ 5,03
დილა გორი 3,68
ლოკომოტივი 3,68
საბურთალო 3,50
თელავი 2,80
ტორპედო 2,58
სამგურალი 2,35
შუქურა 2,18
სამტრედია 2,05
ჯამური ფასი 33,10
ასევე ბათუმის „დინამო“ ლიდერობს მოთამაშეთა საშუალო ჯამური ფასით. საშუალოდ, ბათუმელთა ფეხბურთელის ფასს გერმანული ინტერნეტ-პორტალი 189 ათას ევროდ აფასებს, ხოლო ეროვნული ლიგის მოთამაშეთა საშუალო ფასი 138 ათასი ევროა.
მოთამაშეთა საშუალო ფასი
დინამო ბათ 189,000
დინამო თბ 186,000
დილა გორი 147,000
ლოკომოტივი 167,000
საბურთალო 140,000
თელავი 117,000
ტორპედო 103,000
სამგურალი 107,000
შუქურა 104,000
სამტრედია 108,000
საშუალო ჯამური ფასი 138