ახალი ბურთი, ახალი ფორმები - ეროვნული ლიგა 27 თებერვალს დაიწყება 
ახალი ბურთი, ახალი ფორმები - ეროვნული ლიგა 27 თებერვალს დაიწყება 

ეროვნული ლიგის 2021 წლის გათამაშება 27 თებერვალს დაიწყება. პირველი ტურის პირველ შეხვედრას „დინამო არენა“ უმასპინძლებს, სადაც მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“ ლიგაში 19-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლებს.

 

ახალი ფორმები

ახალ საფეხბურთო სეზონს ლიგა და გუნდები სიახლეებით ხვდებიან. ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა 2021 წლის სეზონში გუნდების სათამაშო ფორმები წარმაოდგინა – ბევრი მათგანი ახალი ეკიპირებით და შეცვლილი დიზაინის ფორმებით ითამაშებს.

 

რებრენდინგი

ყველაზე რადიკალური ცვლილებები მაინც საფეხბურთო კლუბ „საბურთალოში“ მოხდა.

რომელშიც რებრენდინგი განხორციელდა და ახალი ფორმების გარდა, 2021 წლის სეზონს ახალ ჩემპიონატს კლუბი ახალი ლოგოთი შეხვდება. ამავე დროს, ახალი იქნება საკლუბო ეკიპირება და სათამაშო ფორმებიც. „საბურთალოს” იტალიური კომპანია შემოსავს.

 

ეროვნული ლიგის ახალი ოფიციალური ბურთი

ეპიდმდგომარეობის გამო არ გამართულა სეზონისწინა პრეზენტაცია, რაც წინა წლებში ტრადიციად დამკვიდრდა.

ამიტომ ეროვნული ლიგის გვერდიდან შევიტყვეთ, რომ ჩემპიონატის ახალი ოფიციალური ბურთი „პუმას“ ფირმისაა.

გერმანული კომპანიის ბურთმა „სელექტი“ ჩაანაცვლა – დანიური სპორტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის ბურთით ჩვენს მოედნებზე 2019-2020 წლებში თამაშობდნენ.

„პუმა“ ეროვნული ლიგის მესამე ოფიციალური ბურთი იქნება და მეორე – გერმანული. შეგახსენებთ იმასაც, რომ 2017 და 2018 წლებში ჩვენი ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი გერმანული „ადიდასი“ იყო.

 

ეროვნული ლიგის 2021 წლის გათამაშების I ტური

შაბათი, 27 თებერვალი

18:00 დინამო არენა – თბილისი

დინამო თბ – სამგურალი

20:00 რამაზ შენგელია – ქუთაისი

ტორპედო – დინამო ბთ

 

კვირა, 28 თებერვალი

17:00 ტექნიკური ცენტრი – რუსთავი

თელავი – სამტრედია

19:00 თენგიზ ბურჯანაძე, გორი

დილა – შუქურა

 

ორშაბათი, 1 მარტი

19:00 მიხეილ მესხი, თბილისი

საბურთალო – ლოკომოტივი