ეროვნულ ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული გუნდი ბათუმის „დინამოა“
ეროვნულ ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული გუნდი ბათუმის „დინამოა“

გერმანულმა ინტერნეტ-პორტალმატრანსფერმარკტმა“ ეროვნული ლიგის გუნდების ჯამური ფასები განაახლა და ცნობილი გახდა, რომ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული გუნდი ბათუმის „დინამოა“. მისი მოთამაშეების ჯამური ფასი 5,1 მილიონი ევროა.

გუნდების ჯამური ფასი

დინამო ბათ 5,10

დინამო თბ 5,03

დილა გორი 3,68

ლოკომოტივი 3,68

საბურთალო 3,50

თელავი 2,80

ტორპედო 2,58

სამგურალი 2,35

შუქურა 2,18

სამტრედია 2,05

ჯამური ფასი 33,10

 

ასევე ბათუმის „დინამო“ ლიდერობს მოთამაშეთა საშუალო ჯამური ფასით. საშუალოდ, ბათუმელთა ფეხბურთელის ფასს გერმანული ინტერნეტ-პორტალი 189 ათას ევროდ აფასებს, ხოლო ეროვნული ლიგის მოთამაშეთა საშუალო ფასი 138 ათასი ევროა.

მოთამაშეთა საშუალო ფასი

დინამო ბათ 189,000

დინამო თბ 186,000

დილა გორი 147,000

ლოკომოტივი 167,000

საბურთალო 140,000

თელავი 117,000

ტორპედო 103,000

სამგურალი 107,000

შუქურა 104,000

სამტრედია 108,000

საშუალო ჯამური ფასი 138

დატოვე კომენტარი