ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამომ“ „ტორპედო“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 27-ე ტური ბათუმში გამართული შეხვედრით გაგრძელდა – „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება ბოლო წამებზე გატანილი გოლით მოიპოვა – 3:2.
ანგარიში ქუთაისელებმა 23-ე წუთზე გახსნეს – მასპინძელთა კარი კომნენ ანდრიჩმა აიღო, მაგრამ 45+2-ე წუთზე ბათუმელების შეტევა თორნიკე კირკიტაძემ დააგვირგვინა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარში (51) „დინამო“ გურამ ჯაფარიძემ დააწინაურა. რვა წუთში კი ქუთაისელებს ბულგარელი ლეგიონერი მატეო სტამატოვი გაუძევეს. სტუმრებმა დიეგო დეისაძის დარტყმით 77-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს. თუმცა, 90+7-ე წუთზე მასპინძლებს ულად-ომარ იმრანმა გამარჯვება მოუტანა.
ეროვნული ლიგა