ეროვნულ ლიგა 2 | „ლოკომოტივმა“ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2 | „ლოკომოტივმა“ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მეცხრე ტურის შეხვედრები გაიმართა – თბილისის „ლოკომოტივმა“ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

რევაზ გოცირიძის გაწვრთნილმა გუნდმა საგარეჯოს „გარეჯი“ „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე მიიღო და 4:1 დაამარცხა.

ანგარიში 22-ე წუთზე ლაშა მენთეშაშვილმა გახსნა. ექვს წუთში „გარეჯმა“ ბადრი გოგობერიშვილის გოლით წონასწორობა აღადგინა. თბილისელებმა მიზანს მაინც მიაღწიეს – 55-ე წუთზე თავი ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა გამოიჩინა, ხოლო მამია გავაშელიშვილმა ორი პენალტი გაიტანა. თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმითს ხვაობის შემცირება ლევან პაპავას შეეძლო, მაგრამ „გარეჯის“ თავდამსხმელმა ამ შანსით ვერ ისარგებლა.

სიონმა“ თბილისის „დინამო 2“ ლუკა ჩაგანავასა და დათა სიჭინავას გოლებით დაამარცხა. სტუმრებიდან კი თავი 18 წლის თემურ ოდიკაძემ გამოიჩინა.

„რუსთავმა“ „ვიტ ჯორჯია“ 4:1 დაამარცხა – მასპინძელთაგან გოლები მათე ქომეთიანმა (2)  ბილი ჯიბრილმა და დავით მანჯგალაძემ გაიტანეს, სტუმართაგან ერთადერთი გოლი ამირან ძაგანიას ანგარიშზეა.

სპაერმა“ ხობში „კოლხეთი“ 4:1 დაამარცხა. მასპინძლებიდან გოლი შოთიკო ანდღულაძემ გაიტანა, ხოლო გამარჯვებულებიდან ზაქარია ბასილაშვილმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ნიკოლოზ კენჭაძისა (12) და საბა გეგიაძის (75) ანგარიშზეა.

„შტურმმა“ 1:0 დაამარცხა „არაგვი“.

მეცხრე ტური 

„სიონი“ – „დინამო 2“ (თბილისი) 2:1

„რუსთავი“ – „ვიტ ჯორჯია“ 4:1

ხობის „კოლხეთი“ – „სპაერი“ 1:4

„ლოკომოტივი“ – „გარეჯი“ 4:1

„შტურმი“ – „არაგვი“ 1:0

„დინამო 2“-მა (17) პირველობა შეინარჩუნა, მეორე-მესამე ადგილებზე კი 16-16 ქულით „სიონი“ და „რუსთავი“ არიან, ხოლო ბოლო ადგილზე ხობის „კოლხეთია“ (3).