ეროვნულ გამოცდებს წელს 24 ბრალდებული და მსჯავრდებული აბარებს

13:49, 07.07.2020

პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გაყვანის პროცესი დაიწყო.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წელს 24 ბრალდებული და მსჯავრდებული იღებს მონაწილეობას, რომელთაგან ექვსი არასრულწლოვანია.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური თითოეულ აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს და ბრალდებულების/მსჯავრდებულების ეროვნულ გამოცდებში შეუფერხებლად მონაწილეობას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი