ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 7 და 8 დეკემბერს შოკოლადის ფესტივალი გაიმართება
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 7 და 8 დეკემბერს შოკოლადის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი 7 და 8 დეკემბერს შოკოლადის ფესტივალს უმასპინძლებს.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება, როგორც საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადის მრავალფეროვნება, ასევე, სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადები, ადგილზე მომზადებული ცხელი შოკოლადი, ბელგიური შოკოლადიანი ვაფლები და საახალწლო  ხელნაკეთი ნივთები.

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებს საახალწლო ორცხობილების შოკოლადით მოხატვის შესაძლებლობა ექნებათ. გარდა ამისა, ფესტივალზე საახალწლო განწყობას მთელი დღის განმავლობაში სანტა, გრინჩი, ფიფქია, ელფი, ცოცხალი მუსიკა და ნაძვის ხე შექმნის.

შოკოლადის ფესტივალი 12:00-დან 18:00 საათამდე  გაიმართება.