ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციის დროს დაკავებულ ერთ პირს ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, მეორეს 1000-ლარიანი ჯარიმა, ორ პირს კი სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა
ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციის დროს დაკავებულ ერთ პირს ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, მეორეს 1000-ლარიანი ჯარიმა, ორ პირს კი სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციის დროს დაკავებულ ერთ პირს ხუთდღიანი პატიმრობა შეეფარდა, მეორეს 1000-ლარიანი ჯარიმა, ორ პირს კი სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა გამოაცხადა.

კერძოდ, ხუთდღიანი პატიმრობა შეეფარდა „ევროპულის საქართველოს“ და „გაბედეს“ წევრ ანრი ჯანჯღავას.

ასევე „ევროპული საქართველოს“ წევრ დავით ნაფეტვარიძეს 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

კიდევ ორ დაკავებულს, დიმიტრი ლიპარტელიანსა და გიორგი პარუმბეგოვს სიტყვიერი გაფრთხილება გამოეცხადა.

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციაზე აღნიშნული პირები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.