ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა
ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი აფხაზური ენის შესწავლის მსურველთათვის დამხმარე სახელმძღვანელოს წარმოადგენს. მასში მოცემულია გაკვეთილები, რომლებიც დაეხმარება ენის შესწავლის მსურველებს, ისწავლონ წერა-კითხვა, სიტყვები და ფრაზები აფხაზურ ენაზე, ასევე შეიძინონ დიალოგისთვის აუცილებელი ლექსიკური მარაგი.

„წიგნის გამოცემას რასაკვირველია ძალიან დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ  ეს არის ენა, რომელიც კონსტიტუციით წარმოადგენს მეორე სახელმწიფო ენას აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამდენად ჩვენთვის ეს არის როგორც კონსტიტუციური ვალდებულება, ასევე მორალური ვალდებულება“, – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა  მანანა კვაჭახიამ. ​

წიგნის შემდგენლები არიან: თეიმურაზ გვანცელაძე, რიტა ამიჩბა-მარღანია და ირმა ოსია-კინწურაშვილი.

წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზური ენის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით გამოსცა.