ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა „წიგნები საქართველოზე“ გაიხსნება
ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა „წიგნები საქართველოზე“ გაიხსნება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში გამოფენა „წიგნები საქართველოზე“ გაიხსნება. 750-მდე უცხოენოვანი გამოცემა, რომელიც 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო ქვეყნის პავილიონში იყო გამოფენილი, ამ ფონდის 300-ზე მეტი უცხოენოვანი გამოცემა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითაა გამოცემული.

30 ენაზე თარგმნილი 250-მდე ქართველი ავტორის შემოქმედება 155 უცხოელმა გამომცემელმა ცენტრთან თანამშრომლობით გამოსცა. მათ შორისაა, ქართული ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრის თარგმანები (პროზა, პოეზია, დოკუმენტალისტიკა, ილუსტრირებული წიგნები, „არტ ბუქები“ (Art Book), საბავშვო/საყმაწვილო და სახელოვნებო ლიტერატურა), როგორც თანამედროვე, ისე ძველი ქართული ლიტერატურა, ჰაგიოგრაფია, ფოტოწიგნები, გამოცემები ქართულ კულინარიაზე, არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინზე, ფოლკლორზე, საქართველოს ისტორიაზე, კულტურაზე და სხვა.

კოლექცია ასევე მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დამოუკიდებელი უცხოელი გამომცემლების მიერ ქართული ლიტერატურისა და ზოგადად საქართველოზე გამოცემულ წიგნები.

დატოვე კომენტარი