ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოცემის - „აფხაზეთის (საქართველო) ისტორიის საკითხები“ პრეზენტაცია გაიმართა
ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოცემის - „აფხაზეთის (საქართველო) ისტორიის საკითხები“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გამოცემის – „აფხაზეთის (საქართველო) ისტორიის საკითხები“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორები ჯემალ გამახარია, ლია ახალაძე და დაზმირ ჯოჯუა არიან.

წიგნში განხილულია ოკუპირებული აფხაზეთის ისტორიის აქტუალური საკითხები უძველესი დროიდან დღემდე, ყურადღება გამახვილებულია პოლიტიკურ, ეთნიკურ და საეკლესიო პრობლემებზე. ავტორები მოგვითხრობენ 1992-1993 წლებში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის, 2008 წლის აგვისტოს ღია აგრესიის, ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდის, გენოციდისა და მცოცავი ანექსიის რუსული პოლიტიკის შესახებ. წიგნში აღნიშნულია, რომ აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით. წიგნი განკუთვნილია ისტორიის მასწავლებლების, უფროსი კლასის მოსწავლეებისა და აფხაზეთის საკითხებით დაინტერესებული ფართო მკითხველისთვის.