ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალი კვლევითი პუბლიკაციის „მერაბ კოსტავას ცხოვრება და მოღვაწეობა“ პრეზენტაცია გაიმართა [ფოტო]
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალი კვლევითი პუბლიკაციის „მერაბ კოსტავას ცხოვრება და მოღვაწეობა“ პრეზენტაცია გაიმართა [ფოტო]

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მუზეუმების გაერთიანების ახალი კვლევითი პუბლიკაციის „მერაბ კოსტავას ცხოვრება და მოღვაწეობა“ პრეზენტაცია გაიმართა.

პუბლიკაციაში წარმოდგენილია ფართო საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ უცნობი პირადი წერილები, მდიდარი ფოტომასალა და სხვადასხვა საარქივო დოკუმენტი.

გამოცემა აერთიანებს მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის ფონდში დაცულ ექსპონატებს, საქართველოს ეროვნულ არქივსა და საქართველოს უშიშროების არქივში დაცულ მასალებს.

მერაბ კოსტავას შესახებ მსგავსი მასშტაბის კვლევითი პუბლიკაცია პირველად გამოიცა.

პუბლიკაცია ორენოვანი გამოცემაა, რომელიც თავისი ფორმით, შინაარსითა თუ მნიშვნელობით, საეტაპო კვლევას წარმოადგენს და მხატვარ-დიზაინერ ნინო ანდრიაშვილის მიერ მხატვრულადაა გაფორმებული.

გამოცემაში შესულია კონსტანტინე გამსახურდიას, ციცინო მაღლაფერიძის, რუსუდან ქუთათელაძის, მანანა ტაბიძის, ნინი სანადირაძის სტატიები და სხვა მნიშვნელოვანი უცნობი მასალები.

გამოცემა მიზნად ისახავს უახლესი ისტორიის იმ მნიშვნელოვანი მემკვიდრეობის გახსენებას, რომელიც სამუზეუმო ფონდებსა და საარქივო მასალებშია დაცული.

დატოვე კომენტარი