ეროვნულ ბანკში გამართულ ფორუმზე საბანკო ბარათებით თაღლითობის საკითხებზე იმსჯელეს
 ეროვნულ ბანკში გამართულ ფორუმზე საბანკო ბარათებით თაღლითობის საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო საბარათე სისტემა „მასტერქარდი“-ს ინიციატივით, ეროვნულ ბანკში ფორუმი გაიმართა. ღონისძიება, რომელიც ეროვნულ ბანკში ყოველწლიურად იმართება, მიზნად ისახავს საგადახდო ბარათების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების და მათი შემცირების საკითხების განხილვას, ასევე, შესაბამისი გამოცდილების გაზიარებას.

მონაწილეებმა ბარათებით თაღლითობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია,  მსოფლიო ტენდენციებს გაეცნენ და ბოლო პერიოდში გამოვლენილი თაღლითობის ახალ სახეებზე იმსჯელეს.

ღონისძიებაში „მასტერქარდი“-ს წევრი 12 კომერციული ბანკისა და საბარათე საპროცესინგო სისტემების წარმომადგენლებთან ერთად,  ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების, სპეციალიზებული ჯგუფებისა და საზედამხედველო პოლიტიკის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.