ერმილე ნემსაძე - პირველი არხი სუს-იდან იმართება
ერმილე ნემსაძე - პირველი არხი სუს-იდან იმართება

პირველ არხს არავის უფლებები არ აინტერესებს, აქ არაერთხელ გვყავდა დაჩაგრული ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო სისტემამ დაჩაგრა და უშუალოდ ვასიკოვიზიამ და მისმა შნირებმა პასუხის გაცემაც არ ინებეს, – ამის შესახებ „შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის“ წარმომადგენელმა, ერმილე ნემსაძემ განაცხადა, რომელიც საქართველოს პირველი არხის შენობაში გურამ ფალავანდიშვილთან იმყოფებოდა.

„მერამდენედ ვიმყოფებით ამ პედერასტოვიზიაზე. სხვა სახელს მე ამას ვერ მოვუნახავ, რადგან თუკი ვინმე ლგბტ-ია, ყველა აქ არის გამოჯგიმული. აქ არაერთხელ გვყავდა დაჩაგრული ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო სისტემამ დაჩაგრა და უშუალოდ ვასიკოვიზიამ და მისმა შნირებმა პასუხის გაცემაც არ ინებეს. მერე როგორც იქნა, შეგვპირდნენ. შემდეგ ლეილა ალელიშვილი ჰყავთ ერთი, რომელიც აქეთ ჩივის, რომ მის უფლებებს არღვევენ. შემდეგ ეს ყველაფერი საჩივრებში გადაიტანეს და არც პასუხი გაგვცეს და არც არავინ არაფრად ჩააგდეს. ქართველი ერის სულში ჩაფურთხებაა, რომ ამას პირველი არხი და საზოგადოებრივი არხი ჰქვია. ეს იმართება სუს-დან, არც თავმოყვარეობა და არც ზრდილობა გააჩნიათ“, – განაცხადა ერმილე ნემსაძემ.

ერმილე ნემსაძე, გურამ ფალავანდიშვილი და მათი ორი თანამოაზრე სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ. ისინი სამეურვეო საბჭოს სხდომას დაესწრნენ და საქართველოს პირველ არხზე თავიანთი შეხედულებები საბჭოს წევრებს გააცნეს.