ერლინგ ჰოლანდი თავის კერპებად რონალდოს და იბრაჰიმოვიჩს ასახელებს
ერლინგ ჰოლანდი თავის კერპებად რონალდოს და იბრაჰიმოვიჩს ასახელებს

დორტმუნდის „ბორუსიას“ ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა ჟურნალისტებთან ისაუბრა იმის შესახებ, თუ ვის თვლის თავის კერპებად.

„ჩემი ყველაზე დიდი კერპი? ერთის დასახელება არ შემიძლია, ამიტომ ორს დავასახელებ – კრიშტიანო რონალდო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი“.

ჰოლანდი „ბორუსიაში“ „რედ ბულ ზალცბურგიდან“ მიმდინარე წლის იანვარში 20 მილიონ ევროდ გადავიდა. გერმანულ ბუნდესლიგაში მას შემდეგ ახალგაზრდა ნორვეგიელმა რვა მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.