ერლინგ ჰალანდმა პრემიერლიგაში კარიერა დუბლით დაიწყო, „სიტიმ“ სტუმრად „ვესტ ჰემი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ერლინგ ჰალანდმა პრემიერლიგაში კარიერა დუბლით დაიწყო, „სიტიმ“ სტუმრად „ვესტ ჰემი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ინგლისის ჩემპიონმა „მანჩესტერ სიტიმ“ მოგებით დაიწყო პრემიერლიგის ახალი სეზონი. პეპ გვარდიოლას გუნდმა სტუმრად 2:0 დაამარცხა „ვესტ ჰემი“. ორივე გოლი „სიტის“ მთავარმა ახალწვეულმა ერლინგ ჰალანდმა გაიტანა. ის მეორე ფეხბურთელია მანჩესტერული გუნდის ისტორიაში, ვინც სადებიუტო მატჩში დუბლი შეასრულა. პირველად ეს გააკეთა სერხიო აგუერომ 2011 წელს.

„სიტის“ ბურთის ფლობა 76 პროცენტი ჰქონდა, 14-ჯერ დაარტყა, მაგრამ მხოლოდ ორი იყო ზუსტი. ორივე დარტყმა საგოლე აღმოჩნდა.

 

ვესტ ჰემი-მანჩესტერ სიტი    0:2

გოლები: 0:1 ჰალანდი (36-პენ), 0:2 ჰალანდი (65)

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, უოკერი, აკე, რუბენ დიაში, ჟოაო კანსელო, გიუნდოგანი (78. ბერნარდო სილვა), დე ბრუინი (88. პალმერი), როდრი (89. ფილიპსი), გრილიში, ფოდენი (88. მაჰრეზი), ჰალანდი (78. ალვარესი).