ერლინგ ჰალანდმა ბრაზილიასთან დუბლი შეასრულა და ნორვეგია მეოთხედფინალში გაიყვანა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატს კიდევ ერთი ფავორიტი გამოეთიშა – ნორვეგიის ნაკრებმა ბრაზილია 2:1 დაამარცხა.
სკანდინავიელებმა ეს დამსახურებულად მოახერხეს. ბრაზილიას არც ბურთის ფლობაში ჩამორჩნენ და არც მწვავე მომენტებში. ანგარიში კი ყველაფერზე მეტყველებს – ეს ის ბრაზილია აღარ არის, რამდენსაც გაუტანდნენ, იმაზე მეტს რომ იტანდა.
ორივე გოლი ერლინგ ჰალანდის ანგარიშზეა, რომელმაც პირველი გოლი თავურით 79-ე წუთზე გაიტანა, ხოლო 90-ზე – საჯარიმოს გარედან ზუსტი დარტყმით. მსაჯის მიერ დამატებულ მეათე წუთზე ნორვეგიის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ნეიმარმა გოლად აქცია – 1:2.
მეოთხედფინალში ნორვეგიის ნაკრები ინგლისსა და მექსიკას შორის გამარჯვებულს შეხვდება.