საფეხბურთო ობსერვატორია CIES-მა ჩაატარა კვლევა იმის შესახებ, რამდენად გაიზარდა ფეხბურთელების ღირებულება ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის ბოლომდე.
ამ ერთი თვის განმავლობაში, ყველაზე მეტად გაძვირდა „დორტმუნდის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი. CIES-ის დათვლით, ნორვეგიელის ფასმა 35.3 მილიონით აიწია და ახლა, 155.6 მილიონს უდრის.
მეორე ადგილზე აღმოჩნდა ჰალანდის თანაგუნდელი, ამერიკელი ჯოვანი რეინა. 18 წლის ფეხბურთელი 34.4 მილიონით გაძვირდა და ამ მომენტისთვის მისი სატრანსფერო ფასია – 46.1 მილიონი.
სამეულში მოხვდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიელი ლეგიონერი ბრუნო ფერნანდეში – მატება 19.9 მილიონი და სატრანსფერო ღირებულება 140.2 მილიონი.