ერიქსენი კარდიოვერტერ-​დეფიბრილატორის იმპლანტაციას დათანხმდა #1TVSPORT
ერიქსენი კარდიოვერტერ-​დეფიბრილატორის იმპლანტაციას დათანხმდა #1TVSPORT

დანიის ნაკრების ნახევარმცველს კრისტიან ერიქსენს იმპლანტირებად კარდიოვერტერ-​დეფიბრილატორს ჩაუყენებენ. ეს არის მოწყობილობა, რომელიც ყოველ წამს აკონტროლებს პაციენტის გულისცემას და საქმეში ერთვება მაშინ, როდესაც სახიფათო არითმიას შეამჩნევს.

დანიისა და ფინეთის მატჩის პირველ ტაიმში ერიქსენი მინდორზე დაეცა. მას 15 წუთის განმავლობაში სასწრაფო დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 29 წლის ფეხბურთელს გული გაუჩერდა. ამჟამად, ერიქსენი კლინიკაში იმყოფება სტაბილურ მდგომარეობაში.

„მას შემდეგ, რაც კრისტიანმა გულზე სხვადასხვა გამოკვლევა ჩაიტარა, გადაწყდა, რომ მისთვის აუცილებელია კარდიოვერტერ-​დეფიბრილატორის იმპლანტაცია. კრისტიანი დათანხმდა ამ გადაწყვეტილებას, გარდა ამისა, გეგმა დაამტკიცეს ადგილობრივმა და საერთაშორისო სპეციალისტებმა, მათ ერთი და იგივე ტიპის მკურნალობას დაუჭირეს მხარი“, – წერია დანიის საფეხბურთო კავშირის განცხადებაში.