კრისტიან ერიკსენი - დიდი მადლობა თბილი მოკითხვებისთვის და შეტყობინებებისთვის, მთელი მსოფლიოდან რომ მივიღე
კრისტიან ერიკსენი - დიდი მადლობა თბილი მოკითხვებისთვის და შეტყობინებებისთვის, მთელი მსოფლიოდან რომ მივიღე

დანიის ნაკრების ნახევარმცვლმა, კრისტიან ერიკსენმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და მხარდაჭერისთვის ყველას გულითადი მადლობა გადაუხადა.

„მოგესალმებით. დიდი მადლობა თქვენი თბილი მოკითხვებისთვის და შეტყობინებებისთვის, მთელი მსოფლიოდან რომ მივიღე. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. თავს ნორმალურად ვგრძნობ – გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით. ისევ მჭირდება რამდენიმე გამოკვლევის ჩატარება, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ. ახლა მსურს, რომ ბიჭებს მომავალ მატჩებში ვუგულშემატკივრო. ითამაშეთ დანიისთვის! საუკეთესო სურვილებით, კრისტიანი“, – წერს ერიკსენი.

დანია-ფინეთის მატჩი ერიკსენის ცუდად გახდომის გამო შეწყდა და საათნახევრიანი პაუზის შემდეგ განახლდა. შეხვედრა ფინელების გამარჯვებით (1:0) დასრულდა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Christian Eriksen (@chriseriksen8)