ერიქსენი და მისი გადამრჩენი ექიმები ევრო 2020-ის ფინალზე დაპატიჟეს #1TVSPORT
ერიქსენი და მისი გადამრჩენი ექიმები ევრო 2020-ის ფინალზე დაპატიჟეს #1TVSPORT

უეფა-მ დანიის ნაკრების ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი და მისი ცოლი ევრო 2020-ის ფინალურ მატჩზე მიიწვია, – იტყობინება ESPN.

ასევე ფინალზე დაპატიჟებულია ექვსი ექიმი, ვინც ფინეთთან მატჩის დროს გადატანილი გულის შეტევის შემდეგ ერიქსენი გადაარჩინა.

ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდა თუ არა დანიელი შეთავაზებას. ფეხბურთელი უკვე გამოწერეს საავადმყოფოდან და აღდგენას შინ გადის.

ევრო 2020-ის ფინალო ლონდონში 11 ივლისს გაიმართება.

დატოვე კომენტარი