ამსტერდამის „აიაქსი“ დაინტერესებულია მთავარი მწვრთნელის პოსტზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამრიგებლის, ერიკ თენ ჰაგის დაბრუნებით. ამის შესახებ წერს გაზეთი Daily Mail-ი.
როგორც ირკვევა, თენ ჰაგი პირველია „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაძლო კანდიდატთა სიაში. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის შემდეგ ნიდერლანდურ კლუბს დატოვებს მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ჯონ ვან’ტ სხიპი.
რაც შეეხება თენ ჰაგს, მისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებს.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ 34 ტურის შემდეგ 54 ქულით მეექვსე ადგილზეა პრემიერლიგის ცხრილში. კლუბს დაკარგული აქვს ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში მოხვედრის თეორიული შანსი.