ერიკ თენ ჰაგი „მანჩესტერ იუნაიტედში“ კანტეს გადაყვანას ითხოვს #1TVSPORT
ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ნ’გოლო კანტე ამ ზაფხულს, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს, – დაწერა გაზეთმა The Mirror-მა.
წყაროს ცნობით, ამ ტრანსფერს პირადად ითხოვს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ერიკ თენ ჰაგი.
კანტეს კონტრაქტი „ჩელსისთან“ 2023 წლის ივნისში იწურება. ამ სეზონში ფრანგმა ფეხბურთელმა 40 ოფიციალური მატჩი ჩაატარა ლონდონელთა რიგებში, ორი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს.