ერიკ ტენ ჰაგი - „მანჩესტერ იუნაიტედი“ ტიტულისთვის რბოლაზე არ ფიქრობს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა ევროპის ლიგასა და 1/16 ფინალში „ბარსელონასთან“ საპასუხო მატჩზე ისაუბრა, რომელიც 23 თებერვალს გაიმართება.
„„მანჩესტერ იუნაიტედი“ ტიტულისთვის რბოლაზე არ ფიქრობს. მთავარია, რომ ჩვენ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გავხდეთ და სწორედ ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ახლა თებერვალია და ძალიან შორს გახედვა საჭირო არ არის. უნდა ვკონცენტრირდეთ „ბარსელონასთან“ უახლოეს და მნიშვნელოვან მატჩზე. ჩვენ ვიბრძოლებთ, გულშემატკივრებმა კი „ოლდ ტრაფორდი“ ნამდვილ ციხე-სიმაგრეს უნდა დაამსგავსონ“. – განაცხადა მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა.